
თბილისში, ისანში, შვილის მიერ დედის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მეზობელი აცხადებს, რომ დედა-შვილს კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. როგორც მეზობელი ჰყვება, სახლში დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. მისივე თქმით, მკვლელობის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყო.
"არაფერი ხმაური არ გამიგია, დღეს გავიგე, რომ მკვლელობა მომხდარა. მე ვიცნობდი მათ შორიდან, დიდი ხანია აქ ცხოვრობენ. არანაირი კონფლიქტი არასდროს არ შემიმჩნევია, ძალიან კარგი ხალხი იყვნენ, წყნარი ოჯახი იყო საკმაოდ. დედა და შვილი ცხოვრობდნენ სახლში და მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია. მე თვითონაც გაკვირვებული ვარ, რომ ასეთი რამე მოხდა. რაც შეეხება მეზობლებთან კონფლიქტს, მე არასდროს არ გამიგია. როგორც ვიცი, ნასამართლევი არც ერთი ყოფილა", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
„გარეთ რომ გამოვედი პოლიცია, სასწრაფოს მანქანა და მეზობლები იყვნენ. მითხრეს, რომ ხანძარი იყო, მეტი არაფერი გამიგია“, - აღნიშნა მეორე მეზობელმა.
თბილისში პოლიციამ დედის მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი, 1991 წელს დაბადებული ბ.ს. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავა.