რეზონანსი
03.03.2020

რამდენიმე წუთის წინ ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გვიან ღამით ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 11 პაციენტის პასუხს ელოდებიან.

„დინამიური პროცესია, მუდმივი ცვლა, მიდიან და მოდიან. სასიამოვნო ამბავია ის, რომ ჩატარებული გამოკვლევებით, გარდა 3 დაფიქსირებული შემთხვევისა, დადებითი პასუხი დანარჩენებზე ამ დრომდე არ ყოფილა. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის სულ 28 პაციენტია. ყველას პასუხი არის უარყოფითი.

რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ აქვთ არც ლაბორატორიულად და არც კლინიკურად. ამჟამად ველოდებით 11 პაციენტის პასუხს, რომელიც გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები გვიან ღამით იქნება. ვმუშაობთ უწყვეტ რეჟიმში, როგორც ლუგარის ლაბორატორია, ისე ინფექციური საავადმყოფო", - აცხადებს მარინა ენდელაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×