რეზონანსი
03.03.2020

ქართველი პოლიციელის შთამბეჭდავი გამარჯვება-სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომელმა რომან ყურაშვილმა, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ტურნირში მიიღო მონაწილეობა და პირველივე რაუნდში მოწინააღმდეგე თურქი მებრძოლი ხელის მტკივნეული ილეთის გამოყენებით დაამარცხა. ყურაშვილმა კი  ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანსს"  უთხრეს,  რომ საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც თბილისში გაიმართა, რომან ყურაშვილი 70 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ეს მისი პირველი გამარჯვება არ არის. მისი მოგებები ძირითადად პირველივე რაუნდში ნოკაუტით სრულდება. მან 22 დეკემბერს  ირანელი მებრძოლი პირველივე რაუნდში რამდენიმე წუთში დაამარცხა. ამ ჟამად კი  თურქი ეროვნების მერბრძოლს შეხვდა და ჩემპიონის სატიტულო ქამარს დაეუფლა.     

 

იხილეთ ორთაბრძოლის  ლინკი:

https://www.youtube.com/watch?v=SozOnnVc7AM&feature=share&fbclid=IwAR37HO4Isk-tuszWsNncFuP3kTMXCCc3nT6kh350xqQZy0tcVaGlhJMk318 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×