რეზონანსი
03.03.2020

„ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა კორონავიურირს მიმღებლობა ორსულებში დანარჩენ ადამიანებზე უფრო მაღალი, ჯერჯერობით არ ასებობს"- ამის შესახებ მეან-გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში იმუნოლოგიური და ფიზიოლოგირუი ცვლილებები მიმდინარეობს და შეიძლება ვთქვათ, რომ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, დაინფიცირების რისკი ისეთივეა, რაც სხვა ჯანმრთელ ადამიანებში, ამიტომ პანიკის საუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება ვირუსით დაინფიცირებისგან თავდაცვის მეთოდებს, ორსულებთან იგივე რეკომენდაცია გაიცემა, რაც არაინფიცირებულ, ჯანმრთელ ადამიანებთან. ეს არის ხელების ხშირი დაბანა, პიბარდის ტარება და ასე შემდეგ", - აცხადებს ჟორჟოლიანი.

მეან-გინეკოლოგის თქმით, ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, ძუძუთი კვების დროს გადადის თუ არა ვირუსი დაინფიცირებული დედისგან ახალშობილზე.

„რძით გადაცემას რაც შეეხება, ამის შესახებაც ინფორმაცია მწირია. რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაინფიცირებული დედამ უნდა შეწყვიტოს ახალშობილის კვება, არ გაიცემა. აღსანიშნავია, რომ ადრე არსებული ვირუსების დროსაც არ გაცემულა მსგავსი რეკომენდაცია. კორონავირუსის მატარებელ დედას ძუძუთი ბავშვის გამოკვება არ ეკრძალება", - აცხადებს გინეკოლოგი.

რაც შეეხება, ორსულებში "კოვიდ-19"-ის მიმდინარეობას, მეან-გინეკოლოგის თქმით, ორსულობის დროს სირთულეებს მაღალი ტემპერატურა იწვევს, რაც კორონავირუსს არ ახასიათებს, სხვა გართულებებზე კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ექიმის თქმით, კორონავირუსის მატარებელ დედებს, მშობირაობის შემდეგ, სრულიად ჯანმრთელი ბავშვები გაუჩნდათ. შესაბამისად ვირუსი, მუცლად ყოფნის დროს, ბავშვზე არ გადადის. გინეკოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ, ჩინეთის მაგალითით, 1 წლის ზემოთ ბავშვების დაინფიცირების ძალიან ცოტა შემთხვევა ფიქსირდება.

წყარო: “ფორტუნა“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×