რეზონანსი
03.03.2020

 მოვუსმენთ ყურადღებით და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, შევაფასებთ მის გამოსვლას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის წინაშე, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას შეუძლია, 2019 წლისგან მაგალითი აიღოს და თქვას, რომ შარშან შეეშალათ და წელს დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას.

მისივე განმარტებით, მოხსენების შემდეგ, დეპუტატები პრეზიდენტს კითხვებს არ დაუსვამენ.

„შეკითხვები რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, მოხსენება იქნება მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე. იქნება პრეზიდენტის მოხსენება და ამის შემდეგ ჩვენი გამოსვლები. მოვუსმენთ ყურადღებით და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შევაფასებთ მის გამოსვლას.

ოპოზიცია არ ესწრება ისევე, როგორც შარშან. ისინი შარშანაც ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანს არაფერს იტყვის პრეზიდენტი. პრეზიდენტმა შარშანაც გააჟღერა ძალიან კარგი გზავნილები, მათ შორის ჩვენს საგარეო, დასავლურ კურსთან დაკავშირებით. ოპოზიციას შეუძლია შარშანდელისგან მაგალითი აიღოს და თქვას, რომ შარშან შეეშალათ და წელს დაესწრებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც წელს დაესწრებიან, იმიტომ, რომ ეს ნარატივი აქვთ," - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ წარსდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×