რეზონანსი
03.03.2020

რუსულმა ტაქსის კომპანია „იანდექსმა", რომელიც საქართველოში უკვე 4 წელია რაც მოქმედებს, აღიარა რომ კლიენტების გადაადგილების შესახებ რუსეთის ხელისუფლებას აწვდის ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია, რომ გადაადგილების მონაცემები მიაწოდოს რუსეთის უსაფრთხოების ძალებსა და თავდაცვის უწყებებს.

კომპანია აღნიშნულ ფაქტს მომხმარებელზე ზრნუვით განმარტავს, მაგრამ არ აკონკრეტებენ ხელმძღვანელი პირები, თუ კონკრეტულად რაში სჭირდებათ გადაადგილების შესახებ ინფორმაცია.

იანდექსის ადმინისტრაციის გაცხადებით, ინფორმაციის გადაცემა ხდება იმის გამო, რომ მოხდეს დანაშაულების პრევენცია და დროული გამოძიება, რათა ადამიანთა სიცოცხლე დაიცვან. რუსული მედიის, TV RAIN-ის თქმით, აღნიშნული ფაქტი გავრცელდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ერთ-ერთი სამართალდამცავის ჩვენება, რომელიც აღნიშნავდა, რომ მედუზას ჟურნალისტის საცხოვრებლის მისამართი იანდექს ტაქსის მგზავრობის ისტორიის გამოთხოვით გაიგო.

წყაროო: "ნიუპოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×