რეზონანსი
03.03.2020

მე მინუსად ჩამითვალეს, როცა ვთქვი, რომ ვერ მივცემ რეკომენდაციას, რამე რელიგიური რიტუალი შეიცვალოს, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. ამიტომ ის მზად არის ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოს პატრიარქს შეხვდეს.

„მაქვს ბედნიერება, რომ გარკვეული პერიოდით მქონდეს პირადი კონტაქტი მის უწმინდესობასთან. ეს ადამიანი ბრძენია. ის ყოველთვის მარიგებს. როდესაც ეს ვირუსი დაიწყო მსოფლიოში მე საპატრიარქოს დავუკავშირდი პირადად.

ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა გულისხმობს ხშირად ხელების დაბანას, სველი წესით დალაგებას. დეზინფექციას, იმას, რომ ერთჯერადად გამოვიყენოთ პირბადეები, ჭიქა, თუ საინექციო საშუალებები. ეს არის ჩემი რეკომენდაცია ყველასადმი, საპატრიარქოსადმი, ეკლესიისადმი. ეკლესიას ისიც კი შევთავაზე, როცა მრევლი იკრიბება, იქნებ ეკლესიამ მოახერხოს, რომ იქ დისპენსერები იდგეს, სადაც შესვლის და გამოსვლის წინ ჩვენ ხელებს დავიბანთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×