რეზონანსი
03.03.2020

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში, 28 თებერვალს დილის 7 საათზე ტრაგედია დატრიალდა. მეზობელმა დაინახა, როგორ არბოდა კიბეზე სანადირო თოფით ლაშა ქიმბარიშვილი. მერე რამდენიმე გასროლა გაისმა. მეზობლები ეზოში რომ შევიდნენ, კიბე ჩამოირბინა ლაშა ქიმბარიშვილმა, პირველ სართულზე ოთახის კარი ჩაკეტა და პოლიციის მისვლას დაელოდა.

მეზობლებმა 42 წლის თეა ქიმბარიშვილი მძიმედ დაჭრილი იპოვეს, დედამისი კი უკვე გარდაცვლილი იყო. ქალს საავადმყოფოში მიყვანამდე გული გაუჩერდა. სახლში  დედა და და-ძმა ცხოვრობდნენ. 

"თეას ძალიან უყვარდა ძმა, თავს ევლებოდა. წლების წინ ლაშას დაუნდობლად სცემეს. დღემდე არ ვიცით - ვინ. არმატურები ურტყეს. მომაკვდავი იპოვა თეამ და გადაარჩინა. დიდხანს მკურნალობდნენ. ახლა ვფიქრობ, ხომ არ აისახა ეს მის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე.

ამ ტრაგედიის შემდეგ მხოლოდ იმას კითხულობდა ჩემი და მოვკალიო? არ ვიცი, ლაშა რას იტყვის. დღეს არც ერთ ნათესავს მისი ბედი აღარ აინტერესებს. რომ მიჰყავდათ, პოლიციელებისთვის უთხოვია, გასვენებაში მიმიყვანეთ ერთი საათითო. ვინ მოუშვებს აქ?! გამწარებულ სანათესავოს როგორ გადაურჩება?!" - განუცხადა "კვრისი პალიტრას" ოჯახის ნათესავმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×