რეზონანსი
03.03.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ არავისზე არ არის გაბრაზებული. მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილზე.

„ვანო მერაბიშვილი რომ გამოუშვეს, მქონდა საშუალება მისი ნახვის და ყველაზე მეტად იცით რამ გამაოგნა? საერთოდ არ არის გაბრაზებული. ივანიშვილი, რომ ივანიშვილია, იმაზეც არ არის გაბრაზებული. ადამიანი იყო 7 წელი სამარტოო საკანში. ეს არის ტანჯვა-წამება ყველა საერთაშორისო ნორმით. ძაან ბევრი ადამიანი გადავიდოდა ჭკუიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში, რომელიც მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×