
საბერძნეთში 60 წლამდე ემიგრანტმა ქალმა თავი მოიკლა - მან საწამლავი დალია და რამდენიმე დღის განმავლობაში ათენის ერთ-ერთ კლინიკაში სიკვდილს ებრძოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქალმა სავარაუდოდ, ჰიგიენური ხსნარი დალია, რომელიც აბაზანის გასასუფთაველბად გამოიყენება. ასეთი ნაბიჯი მან იმიტომ გადადგა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით გავრცელდა.
ინტიმური ურთიერთობისას გარდაცვლილს შეეშალა და ვიდეოს გადაღეების ნაცვლად „ფეისბუქზე“ პირდაპირი ეთერი ჩართო. ვიდეო ჯგუფებში გადაზიარდა და ქალის ფსიქიკურ-ემოციურ მდგომარეობაზე უმძიმესად იმოქმედა.
“როგორც ამბობენ, ფბ-ში კამერის ნაცვლად "ლაივი" ჩაურთავს და ჯგუფებს გადაუზიარებიათ. ამ საცოდავმა ქალმა სიკვდილი სცადა საშინელი გზით, საწამლავი დალია, რამდენიმე დღე იწვალა და დაიღუპა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს არის ჩვეულებრივი მკვლელობა, რომელშიც მონაწილეობა ემიგრანტების ნაწილმა და საზოგადოებამაც მიიღო", - უთხრა "რეზონანსს" ათენში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.
ჯერჯერობით უცნობია დაიწყებს თუ არა ბერძნული ან კიდევ ქართული მხარე გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.