რეზონანსი
02.03.2020

(რეზონანსი) ხაშურის "გორმედში" ირანის ორი და საქართველოს ორი მოქალაქეა გადაყვანილი.

ირანის მოქალაქეები საქართველოში 23 თებერვალს ჩამოვიდნენ, საქართველოში ყოფნის დროს ირანელებს ურთიერთობა უწევდათ თარჯიმანთან და მძღოლთან.

მათ კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდათ, რის შემდეგაც ხაშურის საავადმყოფოში მათი გადაყვანა გახდა საჭირო.

საავადმყოფოში ოთხივე მათგანს ჩაუტარდათ შესაბამისი პირველადი დახმარება და ამის შემდეგ კატასტროფის ბრიგადების მიერ ოთხივე მათგანი გადაყვანილი იქნა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოწყობილია საკარანტინო სივრცე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×