რეზონანსი
02.03.2020

(რეზონანსი) ქვეყნის ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი 180 მილიონი დოლარით გაღარიბდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

ბლუმბერგის მილიარდელების ინდექსის მიხედვით რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 354-ე ადგილზე იმყოფება და მისი ქონება დღევანდელი მდგომარეობით - 5.37 მილიარდ შეადგენს, მაშინ როცა, მიმდინარე წლის 23 თებერვლის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5.55 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

"ბლუმბერგის" მიხედვით, ზარალი კორონა ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია.

მათივე ცნობით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესმა 499 ადამიანმა, ჯამში 444 მილიარდი დოლარი იზარალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×