რეზონანსი
02.03.2020

(რეზონანსი) კიევში ორი ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს. კობა შემაზაშვილი, მეტსახელად "რუსთავსკი" და კახაბერ ორაგველიძე, მეტსახელად "თბილისკი".

კობა შემაზაშვილი კიევის დარნიცკის რაიონში პირველ მარტს დააკავეს. ჩხრეკის დროს მას იარაღი, ვაზნა და დოკუმენტების გაყალბებისთვის განკუთვნილი ბლანკები ამოუღეს. ის 2016 წლიდან ინტერპოლით ძებნილთა სიაში იმყოფება.

სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, 2016 წელს ის სომხეთში ქურდული გარჩევის მონაწილე გახდა, რა დროსაც მას ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი ჩამოერთვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×