რეზონანსი
02.03.2020

(რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ასლან ბჟანია მოწამლვის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2019 წლის აპრილში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბჟანია ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი ბერლინის საავადმყოფოში მოათავსეს, რის გამოც მან ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

2020 წლის 17 თებერვალს დე ფაქტო ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად ადგურ არძინბა, ლეონიდ ძიაფშპა და ასლან ბჟანია დაარეგისტრირა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 13 იანვარს დატოვა. ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×