რეზონანსი
02.03.2020

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჯერად მატროსოვის ციხეში იმყოფება, სოციალურ ქსელში, კიდევ ერთ წერილს წერს

2007 წელს რამდენიმე დღით ამერიკაში საქმეზე ვიყავი წასასვლელი. ამ დროს ჩემი და კოლუმბიაში სწავლობდა და ერთი წელი საქართველოში არ იყო ნამყოფი. ვიფიქრე, თან საქმეზე მივიდვარ, მშობლებასაც გავიყოლებ, ჩემს დასაც ნახავენ და ამერიკასაც ვანახებ მეთქი.

მშობლები ნიუ იორკში ჩავიდნენ, ქალაქი სწრაფად დავათვალიერებინე, სასტუმროში დავაბინავე და ჩემს დას ჩავაბარე. ნომრიდან გამოსვლისას ვუთხარი ბოსტონში მივდივარო და ორ დღეში დავბრუნდებოდი.

მამაჩემი ფანჯარასთან იდგა, სიგარეტს ეწეოდა და 68-ე სართულიდან მიწამდე წერტილის ზომად ქცეულ მანქანებს და ადამიანებს დასცქრეოდა.ჩემს ნათქვამზე რეაგირება არ ჰქონია და არც გამოუხედავს.

ორ დღეში უკან დავბრუნდი და მშობლების ნომერში შესვლისას დავინახე, რომ მამაჩემი ისევ ისე იდგა როგორც დავტოვე. დედაჩემმა მითხრა, რაც წახვედი არ უძინიაო, ესე დგას, სიაგრეტს სიგარეტს ეწევა და დაბლა იყურებაო.

მამა, ცუდად ხომ არა ხარ მეთქი ვკითხე, მომიბრუნდა და ერთი წინადადება მითხრა: რისი იმედი ჰქონდათ ამ დებილ კომუნისტებს, რომ ამათ რამეს უზავდნენო?

ასეთი სწორი შეფასება მამაჩემის თაობისგან არც მანამდე და არც მერე არ მომისმენია.

ვინმე ღვთისნიერმა წაიყვანეთ ბიძინა და ანახეთ ამერიკა. იქნებ, მაგის მერე მაინც მიხვდეს რას ნიშნავს კინზინგერის და რიშის წერილები, თორემ დღემდე რუკაზე რუსეთის ზომის შთაბეჭდილებით ცხოვრობს ეგ შტერი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×