რეზონანსი
02.03.2020

მგონი, მიხეილ სააკაშვილი ბავშვობას დაუბრუნდა და შტაბობანას თამაში დაიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში საარჩევნო შტაბის გახსნას გამოეხმაურა.

მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ქმედებებს პასუხს ამომრჩეველი გასცემს.

„მის ქმედებებს ქართველი ხალხი პასუხს გასცემს 2020 წელს, როგორც ეს 2012 წლიდან დღემდე არაერთხელ გააკეთა, როცა „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებზე არაერთხელ მწარედ დამარცხებულა" ,- განაცხადა მათიკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×