რეზონანსი
02.03.2020

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდგინდა. კლინიკის ექიმის დიანა ზვიადაძის თქმით, ბავშვმა დედასთან ერთად საავადმყოფო დატოვა.

ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ექვსი პაციენტი მკურნალობს. ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ჯერჯერობით, კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამჟამად, ზუგდიდიდან შემოყვანილ კიდევ ერთ პაციენტს აკვირდებიან იმ მიზეზით, რომ მას მეუღლესთან შემხებლობა ჰქონდა, რომელიც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ასევე, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

პაციენტები სიმპტომების მიხედვით, ბოქსირებულ და ნახვრადბიქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×