რეზონანსი
02.03.2020

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს NDI-ის ოფისში დაუდასტურეს. მათი თქმით, ცვლილება გეგმურია და ორგანიზაციის დირექტორები 5 წელში იცვლებიან. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი დირექტორის შერჩევის პროცესი დაწყებულია.

ლორა თორნტონმა NDI-ში მუშაობა 1998 წელს დაიწყო. 2014 წლიდან ის საქართველოს ოფისს ხელმძღვანელობს. მანამდე ლორა თორნტონი ხელმძღვანელობდა NDI-ის ოფისებს კამბოჯაში, ტაილანდსა და მალაიზიაში.

წყარო: on.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×