რეზონანსი
02.03.2020

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებს პაციენტები აღარ შეჰყავთ. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს" სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს.

„არ ხდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებით გადატვირთვა, რადგან საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი საკარანტინო ზონად მომზადება გახდეს აუცილებელი," - უთხრეს "ბათუმელებს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებიც ადასტურებენ, რომ უკვე მესამე დღეა საავადმყოფოში სასწრაფოს ახალი პაციენტები აღარ მიჰყავს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაში ამტკიცებს, რომ კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×