რეზონანსი
02.03.2020

ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე „პრაიმტაიმმა" ახალი დეტალები გაარკვია. ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რობაქიძის გამზირზე მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალიდან თავდამსხმელმა 2000-მდე ლარი გაიტაცა.

„შემთხვევა დილით მოხდა. ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი ერთი პირი იმყოფებოდა, რომელმაც ერთ-ერთ მოლარეს რევოლვერის გამოყენებით თანხა მოსთხოვა. წაღებულია 2000-მდე ლარი. სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები. მიმდინარეობს გამოძიება " -ამბობს ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, ლიბერთი ბანკის რობაქიძის ქუჩაზე არსებული ფილიალი დღეს დილით დააყაჩაღეს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×