რეზონანსი
02.03.2020

პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ უნდა განიხილოს აქციის გადადება კორონავირუსის საფრთხის გამო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველი"-ს ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა ვხედავთ როგორი სერიოზული გამოწვევაა ეს. როგორც ერთმა მოქალაქემ, მინდა საზოგადოებას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, როგორი საფრთხეც არ უნდა იყოს, პანიკა არაფერს შველის. მაგრამ პირველ რიგში მინდა მოვუწოდო მთავრობას, რომ ამ ვითარებაში სრულად კონცენტრირდნენ ამ პრობლემაზე. აღარ გავიმეორებ იმ ლეგიტიმურ კრიტიკას, ამის მერე მაინც გააკეთონ საქმე. თუ არ დასტაბილურდა მდგომარეობა, ან გაუარესდა, რა თქმა უნდა განვიხილავთ გადადებას ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის", - განცხადა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×