რეზონანსი
02.03.2020

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ მძიმე ტვირთად აწევს ის ფაქტი, რომ ინფექციურ საავადმყოფოში არსებული ინფრასტრუქტურის პრობლემები ვერ მოაგვარა.

„მე, მართლაც, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს ჩემი ბრალიცაა დიდწილად, რომ ამ წლების განმავლობაში, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე დიდი ტვირთი ჩემი ამ განვლილი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს. ჩვენ ინფრასტრუქტურის პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა გზები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ამის გაკეთება", - აცხადებს სერგეენკო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×