რეზონანსი
02.03.2020

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TIME-ი ავრცელებს ირანული სახელმწიფო რადიოზე დაყრდნობით.

ეს გახლავთ აღნიშნული დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ირანის მაღალჩინოსან სასულიერო პირებს შორის, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა. მოჰამედ მირმოჰამადი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა აღნიშნული ვირუსისგან თეირანის საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ ირანში კორონავირუსის 978 დადასტურებული შემთხვევაა, რომლის შედეგადაც 54 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია BBC-ის მიერ, რომელიც აცხადებდა, რომ ირანი მალავს რეალურ ციფრებს და გარდაცვლილთა რაოდენობა უფრო მეტია. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ დაღუპულთა რიცხვი 210-ს აჭარბებდა.

ბრიტანეთის საელჩომ კორონავირუსის გამო უკვე დაიწყო თავისი თანამშრომლების ნაწილის ევაკუირება ირანიდან .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×