რეზონანსი
02.03.2020

ზუგდიდის აგრარული ბაზრის, შპს „სუპერმარკეტის" პურფუნთუშეულით მოვაჭრეები ადგილობრივი წარმოების პურზე ფასის ზრდას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ადგილობრივმა მწარმოებელმა პური 10 თეთრით გააძვირა, შესაბამისად, მოვაჭრეებისთვის პურის ბაზარში შეტანა და რეალიზაცია მომგებიანი არ არის. მათი თქმით, ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ადგილობრივი წარმოების პური იყო, რომლის ფასი დღეს უკვე 70 თეთრი გახდა.

ამასთან, როგორც პურის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს საგრძნობლად გაძვირდა ფქვილი, თუმცა მათ პურზე ფასი არ მოუმატებიათ. წელს კი, იძულებული გახდნენ, პური 10 თეთრით ჯერ თებერვლის დასაწყისში და ასევე 10 თეთრით, თებერვლის ბოლოს გაეძვირებინათ. მეწარმეების თქმით, გაიზარდა პურის წარმოების ხარჯებიც.

ზუგდიდის აგრარული ბაზარში ადგილობრივი წარმოების პურზე ფასები 60 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობს. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ფასი არ გაზრდილა ქუთაისის წარმოების ერთ-ერთი სახეობის პურზე და კვლავ 65 თეთრი ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×