რეზონანსი
02.03.2020

რუსი მსახიობი, ანატოლი ბელი ნანობს, რომ მონაწილეობა მიიღო აგვისტოს ომის შესახებ რუსულ ფილმში "აგვისტო რვა".

„ვნანობ, იმ ფილმში მონაწილეობა რომ მივიღე. ჩემი პოლიტიკური სიბრმავე და უცოდინარობა იყო მიზეზი იმ მომენტისთვის. საერთოდ არ მესმოდა თუ რა ხდებოდა. აბსოლუტურად ინფანტილური პოლიტიკური ადამიანი ვიყავი და ეს ცუდად შემომიბრუნდა", - განაცხადა მსახიობმა.

მისივი თქმით, ის შავ სიაშია, რის გამოც საქართველოში რამდენიმე წლის წინ არ შეუშვეს.

ფილმი "აგვისტო რვა" რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც 2008 წლის ომის შესახებ რუსეთის პოზიციას ასახავს.

წყარო: „იმედინიუსი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×