რეზონანსი
02.03.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, საქართველოში არსებული კომპანიების ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ იტალიიდან დაბრუნებული მათი თანამშრომლები 2 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დაუშვან.

„ჩვენი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საკმაოდ ბევრი მოქალაქეა დარჩენილი. ჩამოსვლისას თუ მათ რაიმე სიმპტომი ექნებათ, ჩვენ მოვუვლით კარანტინში, მაგრამ მათ, ვისაც არ ექნებათ რაიმე ნიშანი, თხოვნა გვექნება, ნუ შეუქმნიან რისკს თავიანთ თავსა და ოჯახის წევრებს. მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან ყველა წესი. ხოლო სამსახურის ხელმძღვანელებმა, რომლებმაც იციან, რომ მათი თანამშრომლები იტალიიდან დაბრუნდნენ, მოვუწოდებ მათ, რომ ისინი 2 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დაუშვან", - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 3 ფაქტია გამოვლენილი. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×