რეზონანსი
02.03.2020

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 2 მამაკაცი VIII მიკრორაიონში მდებარე სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში ძარცვის მიზნით შეიჭრა. ახალგაზრდებმა მაღაზიის გამყიდველს, იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს. მაღაზიიდან გატაცებულია 1300 ლარი.

პოლიცია დროულად მოვიდა. მძარცველები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მიმალვა სცადეს.

დევნა XX მიკრორაიონში გაგრძელდა, რასაც ქუჩაში ხმაური მოჰყვა. მოგვიანებით პოლიციამ ორივე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, სააგენტოს ინფორმაციით ფაქტზე უკვე მხილებულია ორი პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×