რეზონანსი
01.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტი რჩება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველა პაციენტის, მათ შორის სამივე ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს ორ ეტაპად იქნა აღებული 14 პაციენტზე სისხლის ანალიზი. მათგან ყველას უარყოფითი პასუხი აქვთ. ამჟამად არის 19 პაციენტი. ისევ ველოდებით 8 პაციენტის პასუხს. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილები ჯერჯერობით გვაქვს. ასევე სამი ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ამ წუთში 19 პაციენტია, მაგრამ შემოდინებაა. ყველა არის საქართველოს მოქალაქე. ძირითადად შემთხვევები არის იტალია, ირანიდან",- განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×