რეზონანსი
01.03.2020

თბილისში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ნინოშვილისა და კონსტიტუციის ქუჩის კვეთაზე მოპედისა და „ბეემვეს" მარკის ავტომობილი დაეჯახნენ. დაშავებულია მოპედის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძიმე დაზიანებებით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×