რეზონანსი
01.03.2020

სიმართლე არის ერთი, თუ ოპოზიციამ არ გამოიგონა რაიმე მიზეზი, რომელიც შეიძლება უარის თქმის საფუძვლად გამოდგეს, ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ოპონენტებს სამართლიანი და პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მოახლოებული წინადადება შესთავაზა და თუ ოპოზიცია ცოტაოდენ პასუხისმგებლობას გამოიჩენს, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

მდინარაძე აღნიშნა, რომ ამისთვის საბოლოო ვადა 9 მარტია.

„მაქსიმალური თეორიული დრო არის 9 მარტი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უკვე თეორიულადაც ვეღარ ვასწრებთ შესაბამისი ცვლილებების მიღებას. და თუ ისინი არ წამოვლენ ამაზე, მაშინ მოუწევთ მათ განმარტება მისცენ საზოგადოებას, რატომ თქვეს უარი იმ რამდენიმეგვარ დამზღვევ მექანიზმზე, და რაც გამორიცხავს იმ წუხილს, რაც მათ გაახმოვანეს ბოლო დღეების განმავლობაში. ეს წუხილი მდგომარეობდა შემდეგში: თუ ვერ მიიღებს გამარჯვებული გუნდი 40%-ზე მეტს, მას არ უნდა შეეძლოს დაკომპლექტება მთავრობის", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×