რეზონანსი
01.03.2020

ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება, ვიდრე კორონავირუსი,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესია არავის ავალდებულებს, რომ ხატებს ემთხვიონ, თუმცა რეკომენდაციას, რომ ეს არ გააკეთონ, ვერ გასცემს.

„ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. მე მაგალითად, რომ ვიცოდე, რომ ხატს თუ ვემთხვევი, გადამედება, მაინც აუცილებლად ვემთხვევი, რადგან ხატია, მადლი მოდის იქიდან და ამიტომ არ გადამედება. არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ. თუ ადამიანი იმის შიშით, რომ გადაედება, არ ემთხვევა, თუ შეუძლია ამის გაკეთება, ნუ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ამაზე რეკომენდაციას ადამიანებს ვერ მივცემთ",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×