რეზონანსი
01.03.2020

უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ხელგაშლილი ელოდება მეუფე პეტრეს - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

„ყველაში ვიგულისხმე ყველა და მათ შორის ჟურნალისტები და მეუფე პეტრე. ყველა სინოდის წევრს გაუხარდება და პირველ რიგში მე. პატრიარქი ხელგაშლილი ელოდება მეუფე პეტრეს, მე სულ მეუბნებოდა - მოვიდეს მეუფე პეტრე. ეს არის ვაჟკაცობა, როცა ადამიანი ითხოვს შენდობას. ვიცი პატრიარქის განწყობა და იგი ელოდება",- განაცხადა გრიგოლ კაციამ.

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდმა, გასული წლის 31 ოქტომბერს გადააყენა. მან ჭყონდიდის ეპარქია 4 ნოემბერს დატოვა.

პრაიმ თაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×