რეზონანსი
01.03.2020

ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია, რაც შეეხება ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, ეს პრინციპულად არასწორია ,- ამის შესახებ განცახდებას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აკეთებს.

მისი თქმით, ღვინო, რომლითაც ვეზიარებით, ქრისტეს სისხლია და "წვავს და განწმენდს ყველაფერს".

"ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე, რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს არის პრინციპულად არასწორი. იმიტომ რომ, გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქცევა, გვჯერა, რომ ეს არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელიც თვითონ წვავს ყველაფერს და განწმენდს ყველანაირ ავადმყოფობას",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება ხატებთან შეხებას, მეუფე ამბობს, რომ ეკლესია მრევლს რეკომენდაციას ვერ მისცემს, რომ ხატებს არ ემთხვიონ.

"ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ. თუ ადამიანი იმის შიშით, რომ გადაედება, არ ემთხვევა, თუ შეუძლია ამის გაკეთება, ნუ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ამაზე რეკომენდაციას ადამიანებს ვერ მივცემთ",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, ადამიანისთვის პანიკა ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე თავად ვირუსი და მრევლს მოუწოდებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით, სახლს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×