რეზონანსი
01.03.2020

ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში ხანდაზმული ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. 80 წლის მამაკაცი და 78 წლის ქალი მრავლობითი დაზიანებებით ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში" არიან მოთავსებული.

კლინიკის ხელმძღვანელის, დავით მდინარაძის ინფორმაციით, მამაკაცს 10 ნეკნი აქვს გატეხილი, მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რაც შეეხება ქალს, დაზიანებები სახის არეში აქვს მიაყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა სახლიდან 2500 ლარი წაიღეს.

შინგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×