
ინგოროყვას კლინიკაში კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 10 წლის ნიკუშა ჭიჭიკოშვილი. როგორც ცნობილია მას დაბადებიდანვე თირკმლის უკმარისობის პრობლემა აქვს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკუშას მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. პატარა ბიჭუნას მთელი საქართველო გულშემატკივრობს.
ნიკუშას მამა ამბობე, რომ ჯერ არაფერია ცვლილება, თუმცა ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
"ბავშვს უკეთესობა არაფერი არ აქვს. ველოდებით. რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს, როგორც იყო, ისევ ისე დარჩა - სტაბილურად. ისევ აპარატზე და იმ მკურნალობით. როგორც იყო" - ამბობს ზურაბ ჭიჭიკოშვილი პალიტრასთან.
შეგახსენებთ, რომ ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს ნამდვილი ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. ბიჭუნას ვიდეომ ინტერნეტსივრცეში ათასობით ნახვა დააგროვა და "ქართველი ლუი ანდერსონი" მთელმა საქართველომ შეიყვარა.