რეზონანსი
01.03.2020

ირანში მყოფმა ქართველმა გოგონამ ანამარია დევიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანში სიმშვიდეა და ელოდება როდის გადაივლის კორონავირუსი საქართველოში, რომ უკან დაბრუნდეს.

"ხუთი დღის წინ ვიყავი გარეთ გასული და ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა. სულ რაღაც 5-6 ადამიანი დავინახე პირბადით მოსიარულე და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას.

ველოდები კორონავირუსის გადავლას, რომ საქართველოში ჩამოვიდე. მოგიწოდებთ სხვა ქართველებსაც, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით - დარჩით იქ სადაც ხართ, რადგან თვითმფრინავიდან და აეროპორტიდან უფრო დიდი ალბათობაა, რომ ვირუსი შეგხვდეთ," - აცხადებს ანამარია დევიძე.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ირანში COVID-19-მა 34 ადამიანი იმსხვერპლა. დასავლური მედია კი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რეალურად, 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო თეირანი ამ სტატისტიკას მალავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×