რეზონანსი
29.02.2020

(რეზონანსი) დეკანოზმა კონსტანტინე პაიჭაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა და განმარტა, რამდენად უსაფრთხოა ვირუსის გავრცელების ფონზე წირვაზე დასწრება.

„უკეთუ იყოს თქვენს შორის ვინმე უძლურ, იხმეთ ხუცესნი ეკლესიისანი და იცხეთ ზეთი. სასწაული დაჰყვება არა ჩვენს სურვილებს სარწმუნოების გამოსაცდელად, არამედ იგი საჭიროების შემთხვევაში აღესრულება. ლიტურგია არის ცოცხალ ღმერთთან ერთობა და კავშირი. მორწმუნეთათვის მისი დაკლება სულიერი კვდომის ტოლფასია და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ფიზიკური სნეულებები. ლიტურგიაზე ვირუსის საშიშროების გამო წაუსვლელობა, ურწმუნოების ნიშანია, თუმცა, ეს არ ნიშნავს მოურიდებლობას. შესაძლებელია სამედიცინო ნიღაბის გამოყენება და ყველა იმ წესის დაცვა, რაც მედიკოსთა მიერ არის რეკომენდირებული. ეკლესია არ უარყოფს მედიცინას, ამიტომ ნუ გამოვცდით სარწმუნოებას. მოუკლებლად ვილოცვიდეთ, ვემთხვიოთ ხატებს და წირვის მოუკლებლად დავიცვათ სამედიცინო რჩევები", - განუცხადა „გურიანიუსს" დეკანოზმა კონსტანტინე პაიჭაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×