რეზონანსი
29.02.2020

(რეზონანსი) საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის „წითელი ხიდის" მონაკვეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული 18 ადამიანი 28 თებერვალს კორონავირუსზე შესამოწმებლად სოფელ ბედიანში გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

წყარომ განაცხადა, რომ 18-ვე საქართველოს მოქალაქეა და აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდნენ.

„ყველა მათგანს პასპორტში ირანის მესაზღვრეთა ბეჭედი ერტყა", განაცხადა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავემ. წყარომ დასძინა, რომ, მისი ინფორმაციით, ბედიანში საკარანტინო ზონა გახსნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×