რეზონანსი
29.02.2020

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში, ბოლონიის რეისით ჩამოფრენილი ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს. ეკიპირებულმა პირებმა, ისინი სპეციალურ ავტომობილში მოათავსეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის განცხადებით, მათ შორის ერთი პირი სამხედრო იყო, რომელიც იმყოფებოდა ბოლონიაში, რისკ ზონაში და ის გორში წაიყვანეს. მისივე ცნობით, მას მაღალი ტემპერატირა არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, მის გადაყვანაზე რეკომენდაცია არ გაუციათ და ის სამხედროებმა წაიყვანეს.

რაც შეეხება მეორე მგზავრს, რომელიც ასევე ბოლონიიდან ჩამოვიდა, მას ტემპერატურა 37, 5 აღენიშნებოფა და ქუთაისის საავადმყოფოში, უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს.

აღნიშნულ რეისზე სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ექიმები ყველა პაციენტს ამოწმებენ და მათ მონაცემებს იწერენ.

რეისით, ქუთაისის აეროპორტში 97 მგზავრი ჩამოფრინდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×