რეზონანსი
29.02.2020

დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ამირან გამყრელიძე საქართველოს ინფექციურ საავადმყოფოზე გავრცელებული ბრალდებების შესახებ განცხადებას აკეთებს.

„ინფექციური საავადმყოფო ესაა ქვეყნის ხერხემალი აქ არამარტო კორონავირუსის წინააღმდეგ არამედ სხვა უფრო მძიმე ვირუსულ დაავადებებს ებრძვიან. ცენტრეალური ინფექციური საავადმყოფო არის ქვეყნის მთავრი ხერხემალი, სადაც საუკეთესო, მაღალ კვალიფიციური ექიმები მუშაობენ. ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს მედ პერსონალს. თითოეულს რამე რომ დაგვჭირდეს იქ უნდა მივიდეთ. ისინი 24 საათიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ“- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა ტელეკომპანია მთავარი, რის გამოც მან ბოიკოტი გამოუცხადა ჟურნალისტებს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ტელეკომპანია მთავარი კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×