რეზონანსი
28.02.2020

ხარაგაულიდან თბილისის იაშვილის კლინიკაში მოზარდი მოათავსეს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ვირუსის სიმპტომები აქვს.

მოზარდი ამ წუთებშიც დაკვირვების ქვეშაა. ის იზოლირებულ პალატაში რჩება. მისი მშობლები კი ინფექციურში, ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ მოზარდი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და მისი ანალიზის პასუხები მალე იქნება ცნობილი.

„ბავშვი რჩება კლინიკაში, მას იქვე გაუკეთდა ტესტირება და პასუხი როგორც კი იქნება, ყველას გეცნობებათ", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×