რეზონანსი
28.02.2020

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დააკავეს. ამის შესახებ პრაიმტაიმის ჟურნალისტს მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა.

„საკრებულოს სხდომა იყო, მერიც და თავმჯდომარეც ესწრებონენ. მათი დაკავება ჯერ კიდევ სამუშაო საათებში მოხდა. რას ედავებიან ჯერ არ ვიცით, ალბათ ყველა ერთად გავიგებთ", - გვითხრა მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. ამის სავარაუდო მიზეზად რეგიონში მიწების გასხვისება სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავების დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.

წყარო: პრამტამი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×