რეზონანსი
28.02.2020

არ ვაპირებ ვინმეს სკამი დავიკავო და ვიკინკლაო- საქმეს ანგარების გარეშე გავაკეთებ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აკეთებს.

მისი თქმით, ის არავისთან აპირებს ანგარიშწორებას.

„გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ, როდესაც მე ჩამოვყალიბდები. ეს საკითხი სერიოზულია. მჭირდება კონსულტაციები. მე ვიყავი 6 წელი და 9 თვე სრულ იზოლაციაში. ჩემი მხრიდან, ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნებოდა არასერიოზული. ძალიან სერიოზულად ვუყურებ ჩემს ქვეყანას, მომავალს, რომ ასეთი მყისიერი გადაწყვეტილება მივიღო. ეს არ არის პოზიორობა. ეს არ არის თავის დაფასება. ეს საქმისადმი სერიოზული მიდგომაა.

ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და რჩევები მნიშვნელოვანი იქნება. ისევე როგორც, სხვა ჩემი მეგობრების. არ ვაპირებ არავისთან ვიკინკლაო, ვინმეს სკამი დავიკავო. გავაკეთებ ჩემ საქმეს ანგარების გარეშე. არავის პირობას არ ვუყენებ", - აცხადებს მერაბიშვილი „მთავარ არხთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×