რეზონანსი
27.02.2020

ზვიად კუპრავა მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს ჰყვება.

„მანქანიდან რომ ჩამოვედი, ორი ბიჭი მოვიდა, ვითომ რაღაცის კითხვა უნდოდათ და შემომასხეს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება, დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე და იმის მერე სახეში მირტყეს ფეხები. ცხადია, ეს არის გახარიას და მისი ზონდერ კამანდის მოწყობილი ჩემი აქტივობებისთვის...ეს იყო პასუხი ხელისუფლებისგან, მაგრამ ივანიშვილმა და გახარიამ უნდა იცოდნენ - როგორც კი გამომწერენ, პირველი იქნება ისევ აქცია ან გახარიას უწყებასთან, ან ივანიშვილის უწყებასთან“, - თქვა კუპრავამ.

ზვიად კუპრავა კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

წყარო: „რეპორტ.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×