
ფოთში, რვა მარტის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც „მოპედით" მოძრაობდა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, დაშავდა „მოპედის" მძღოლი.
ის სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მისი მდგომარეობა მძიმეა,"- აცხადებენ ფოთის სასწრაფო დახმარების სამსახურში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.