რეზონანსი
27.02.2020

ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიცია ამ დრომდე ეძებს არჩილ ცეცხლაძეს, რომელმაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა გიორგი ჯაბნიძის მიმართულებით.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გარდაცვლილი გიორგი ჯაბნიძე გამორბოდა და მას შეიარაღებული პირები მოსდევდნენ.

"შელაპარაკების და სროლის ხმა იყო. მე რომ გამოვედი ერთმანეთს მოსდევდნენ, თუმცა არ ვიცოდი რა ხდებოდა, შემდეგ რაც მე ვნახე ეს იყო საშინელება, გაქცევის დროს დაჭრილი ბიჭი წაიქცა, მას ვინც მოსდევდა ის შეიარაღებული იყო,"- აცხადებს თვითმხილველი.

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. სროლას წინ უიძღოდა შელაპარაკება. 28 წლის გიორგი ჯაბნიძეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მუცელში ჰქონდა მიყენებული, ის ადგილობრივ კლინიკაში ოპერაციისას გარდაიცვალა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×