რეზონანსი
27.02.2020

ამ მომენტში, ჯერჯერობით ჩვენ იტალიიდან ფრენების შეზუდვას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოს ფერენები მხოლოდ ორ ქვეყანასთან, ირანთან და ჩინეთთან აქვს შეზღუდული, „იცით, რომ ორი ქვეყანა, ვისთანაც ფრენების შეზღუდვები გვაქვს, ეს ჩინეთი და ირანია", - აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×