რეზონანსი
27.02.2020

"ტვ პირველის" თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

არსებული ინფორმაციით, ის დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა, რის გამოც დაკვირვების მიზნით კლინიკაში მოათავსეს. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×