
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.
როგორც განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.
„კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმენლად, სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად, სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება", - ამბობენ სამინისტროში.
სწავლის პროცესის შეჩერება არც თბილისის ბაგა-ბაღებში იგეგმება.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.