რეზონანსი
27.02.2020

 6

წლისა და 9 თვის პატიმრობის შემდეგ ე.წ „მატროსოვოს ციხე" რუსთავის ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ყოფილმა მოადგილემ დატოვა.

ჯონი ივანიშვილი პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის იხდიდა სასჯელს. ციხიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

ჯონი ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ.

მათი უშუალო ორგანიზებითა და მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. „კორიდორები", სადაც მსჯავრდებულს ატარებდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვლადიმერ კაპანაძეს 8-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×